„რეალურად პოლიციას ჰქონდა დავალება, რომ ეს ადამიანები ეცემა,“ - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
პარლამენტის წინ აქციაზე მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ხატია დეკანოიძე შს მინისტრის განცხადებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ პირი, რომელმაც რუსი დეპუტატი ქვეყანაში შემოუშვა, მოსახლეობას ულტიმატუმის ენით არ უნდა ისაუბროს.
„რა ულტიმატუმს უყენებს ამ ადამიანს, რას ამბობენ, რომ რომ შემოვუშვით გავრილოვი სწორი ვქენით? ეს არის გაკოტრებული ხელისუფლება, გაკოტრებული ოლიგარქატი, რომელსაც სხვა არაფერი არ დარჩენია, რომ ასე ჩააფრინდეს სკამებს. ამ სკამებზე ჩაფრენამ გვაჩვენა, რა მოხდა მოლდოვაში და სწორედ ასეთი ბედი ელის ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.