19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მიიტანეს შტურმი კონსტიტუციურ ინსტიტუტზე, ამ შემთხვევაში, პარლამენტზე - არჩილ თალაკვაძე

მიიტანეს შტურმი კონსტიტუციურ ინსტიტუტზე, ამ შემთხვევაში, პარლამენტზე - არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეებზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში იმყოფება. თალაკვაძე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ძალას. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე შეტევა მიიტანეს.

არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებსაც მიმართა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნა, რომ პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.

„მედია მთელი დღის განმავლობაში ამ შენობიდან აშუქებს მოვლენებს... რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, იცით, რომ რეალურად მშვიდობიანი მანიფესტაცია შევიდა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე შეტევა... გარეთ რაც დღეს ხდება ეს არის ის, რომ მშვიდობიან მანიფესტანტებთან მდგომმა ნაწილმა, სადაც პროვოკატორების და პოლიტიკოსების ნაწილი აქეზებენ, მიიტანეს შტურმი კონსტიტუციურ ინსტიტუტზე, ამ შემთხვევაში, პარლამენტზე. შესაბამისად, ეს მოითხოვს, სათანადო უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას და ამას უნდა დაემორჩილოს ყველა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს არ აქვს პასუხი, თუ რატომ ატოვებინებენ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას.

რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს პარლამენტიდან გაძევება სცადა

დღის ამბები