19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
სანატრელი გაგვიხდება ხალხო ქართველი პოლიტიკოსები, გავრილოვები გვესხდნენ პარლამენტში - ბუღაძე

სანატრელი გაგვიხდება ხალხო, ქართველი პოლიტიკოსები - მწერალი ლაშა ბუღაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც პოლიტიკოსების აქციაზე ხილვა აფრთხობს.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს ნუ უყურებენ ფატალისტურად ხელისუფლების შეცვლას. მისი თქმით, თუ აქცია დაიშლება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გუბერნიად გადაქცევას ეგუებიან.

„სულ მცირე გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე, ნუ ეჯინებიან ქართველ ხალხს, არავის გასვლია. არ მგონია, რომ ეს ხალხი დამარცხდება. ნუ გაფრთხობთ პოლიტიკოსების დანახვა, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი პოლიტიკოსები სანატრელი გაგვიხდება,ხალხო, გავრილოვები გვესხდნენ დღეს. ჟირინოვსკებისდუგინების და გავრილოვების გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი.

ნუ გვეჯინება ხელისუფლება. ჩვენ სახელმწიფოებრივი აზროვნება გვაქვს. მშვიდობიანად უნდა დავდგეთ აქ,“-განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

დღის ამბები