01 აპრილი 2025,   22:16
ვრცლად
პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აქციის მონაწილეების დევნა-დაკავება კვლავ გრძელდება. მოვლენათა ეპიცენტრი ამჯერად გმირთა მოედანი და კოსტავას გამზირია. მოხდა მორიგი შეტაკება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.

      ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლა. ანალოგიური დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნით ადრე ფილარმონიასთანაც, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანა მოატრიალეს.

      "კურიერის" ინფორმაციით, 22 პაციენტი მოთავსებულია "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც "რუსთავი 2-ის" დაშავებული ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილიც იმყოფება. 40-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული ინგოროყვას კლინიკაში. მოქალაქეთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

      რაც შეეხება რუსთაველს, ქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია. სუფთავდება ტერიტორია. პარლამენტის შენობასთან ვითარება მშვიდია.

       

       

      დღის ამბები
      მეტი