19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება - ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეზე

„ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება, ეს არის აქტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები მმართველი გუნდის ოფისთან იკრიბებიან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აქცია მშვიდობიანი სახით უნდა გაგრძელდეს.

„ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ნუ დაემსგავსებით ახლა ენმ-ს, თითქოს, გინდათ, ანახოთ საზოგადოებას ვაჟკაცობა და რაღაცის მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე, ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, სამართალდამცავები მშვიდობიან მოსახლეობას დევნიდნენ. დეპუტატის თქმით, გუშინ ენმ-მ პროვოკაცია სცადა და სამართალდამცავებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ამაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები