19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა

"ქართული ოცნების" წევრი, ზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა.

ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, ამ სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება, ყველა დეტალზე ისაუბრებენ.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული პოლიციელების ქმედება, რომლებმაც ხელებ ჩამოშვებული მომიტინგეების მიმართ მოახდინეს გასროლა, ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია და არ შეიძლება. პოლიციამ გამოავლინა ძალიან დიდი მოთმინება, მათ მოიგერიეს რამდენიმე ძალიან სერიოზული შეტევა, საკმაოდ აგრესიული, შტურმის მცდელობა და არ შემოუშვეს მომიტინგეები, რომლის შემოშვების შემდეგაც როგორც განვითარდებოდა მოვლენები კაცმა არ იცის. ბოლო მომენტამდე იყვნენ თავდაცვის პოზიციაში და ბევრი შეურაცხყოფა მიიღეს, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამართლებს იმას, რომ შემდეგ, უკვე ბოლო ფაზაში ჩემი აზრით ასეთი საჭიროება ნამდვილად არ იყო, იყო რამდენიმე შემთხვევა დამიზნებით გასროლის. ჩვენ ვნახეთ ერთი კადრი, როდესაც ერთი ადამიანი უმიზნებს და მეორემ აუკრა ხელი, ესეც მიუთითებს იმას, რომ ესეც იყო ცალკე, პირადი ინიციატივები, ამაზე რა თქმა ინდა ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება თვითონ მოვლენებს, უკვე ბოლო ფაზაში, როცა მოხდა უკვე გაფანტვა, რამდენად იყო უკვე მაშინ გასროლები, ეს რა თქმა უნდა შესაფასებელია და მსჯელობა იქნება ახლა, უმრავლესობის შეხვედრაზე,-განაცხდაა ზაზა ხუციშვილმა. 

ზაზა ხუციშვილი ნაადრევად მიიჩნევს ამ ეტაპისთვის პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. 

"ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება, ამაზე დღესაც იქნება კიდევ საუბარი, ჩვენ უკვე საზოგადოებას ავუხსენით, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო ისე, რომ სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ დეპუტატს, როგორ მოხდა ისე, რომ ის კაცი ავიდა, ხომ არ იყო ეს მისი დაგეგმილი პროვოკაცია, იმიტომ რომ რეალურად წინა დღეს ირაკლი კობახიძემ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა რუსეთის საშინელი როლი და აღნიშნა, რომ იმას, რასაც რუსეთი აკეთებს მართლმადიდებლობასთან არანაირი შეხება არ აქვს, ეს ცდება ყველანაირ ნორმებს, მართლმადიდებლურ, საერთაშორისო სამართლის, რომ მეზობელი მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და კიდევ ძალიან ბევრგან ანთებს შუღლის ცეცხლს. ამიტომ შესაძლოა ეს იყო ამ დეპუტატის შეგნებული პროვოკაცია”-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, სერგეი გავრილოვი ქვეყნის მტერია.  

 

დღის ამბები