19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძეს - მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა დაასახელა. ირაკლი კობახიძე რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

„მე შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურაც არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის  გადადგომას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. აქცია რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტმა გამოიწვია.

დღის ამბები