გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ - ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე, გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. გვარამიას ინფორმაციითვე, იგეგმება კონტრაქციების ჩატარება, რისთვისაც გამოყოფილია 20 მილიონი.
"ბოლო საათების განმავლობაში ჩვენთან კომუნიცირებენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები რაც ნამდვილად სიმპტომია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასების და შედეგების. ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენთვის ცნობილი გახდა ორი ინფორმაცია - პირველი, რომ გაცემულია ბრძანება გიგი უგლავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე და ასევე გამოყოფილია 20 მილიონიანი ფონდი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტრაქციების ჩასატარებლად და მომიტინგეებისთვს არაპოლიციური, არამედ ერთგვარად დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრობლემების შესაქმნელად,"-განაცხადა გვარამიამ.