19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ყველა, ვინც პარლამენტში შტურმს ორგანიზება გაუწია უმკაცრესად დაისჯება - გახარია დაკავებებით იმუქრება 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, დაისჯება ყველა ვინც მონაწილეობდა 20 ივნისის ღამეს ძალადობის ორგანიზებაში.

„რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიან აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმს პარლამენტში და პოლიციელების წინააღმდეგ უმკაცრესად იქნება დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გიორგი გახარიას განცხადებით პოლიტიკურმა ლიდერებმა მას შემდეგ, რაც მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მოქალაქეები შეატოვა პოლიციელებს და ადგილი დატოვეს.

„ადამიანებმა პოლიტიკოსებმა შეძლეს რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ პროტესტს ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, ათი საათის შემდეგ არც ერთი მათგანი ადგილზე არ ყოფილა ისინი უბრალოდ გაიქცნენ  იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ  უსაფრთხოებას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები