„მე დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როცა იქნება საჭირო“- ამის შესახებ განცხადება, გიორგი გახარიამ გააკეთა.
20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როგორც ოპოზიციის ასევე სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ შს მინისტრის გადადგომაა. ისინი მოუწოდებენ გიორგი გახარიას სისხლიანი ღამი გამო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
თუმცა თავად გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ღამით იყო საშიშროება სამოქალაქო არეულობის. მისივე თქმით, მოხდება ცალკეული ფაქტების შესწავლა.
„ეს იყო ურთულესი ღონისძიება რომლის ძირითადი რისკი იცით რა გახლდათ? სამოქალაქო არეულობა ქალაქში. რა თქმა უნდა მედია, ჟურნალისტი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე თუ სადმე იყო რაიმე ელემენტი, კონკრეტული გადამეტების და მოხდა ჩვენი მოქალაქის ან მედია ჟურნალისტის დაშავება, რა თქმა უნდა ყველგან იქნება შესწავლილი და ეს პასუხისმგებლობაც დადგება. მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიცია იყო თავდაცვით მდგომარეობაში. პოლიცია იცავდა თავის თავს. ყველა მოქალაქე რომელიც იქ იყო და რომელმაც პირდაპირ შტურმი მიიტანა პირდაპირ პოლიციაზე, ყველა იყო გაფრთხილებული. მე დავტოვებ რა თქმა უნდა თანამდებობას მაშინ, როცა იქნება საჭირო,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით 20 ივნისის სისხლიან ღამეს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და ისინი თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ.