19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ადვოკატ ბექა ბასილაიას საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ადვოკატ ბექა ბასილაიას საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე გადაყვანილია იზოლატორში.

ბასილაიას თქმით, კრიმინალური პოლიციის წევრებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„რეალურად ჩემი დაკავება განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მივედი რობოკოპებთან მეტრიან დისტანციაზე და მათ ვეუბნებოდი, რომ იქცეოდნენ, როგორც რუსის მონები და ამ დროს თავს დამესხნენ და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რისთვისაც გუშინ ვიბრძოდი და რაზეც ბრძოლა უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები შსს-სთან უნისონში მუშაობენ.

„ამ ადამიანებს იჭერენ ჯგუფ-ჯგუფად და 12 დღეზე ნაკლები, ფაქტობრივად, არავისთვის არ მიუსჯიათ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ბასილაია მოუწოდებდა სპეცრაზმს გუშინ იქ, რომ რატომ ესროდნენ ადამიანებს რეზინის ტყვიებს, ნუ იყვნენ აგრესიულები და ნუ ისროდნენ მომწამვლელ გაზს. ამის გამო მოხდა ამ ადამიანის დაკავება, ასე ცინიკურად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მოვიდა ერთი პოლიციელი, რომელმაც რაღაც ამოილუღლუღა, უამრავი ტყუილი თქვა. ამ ადამიანს საერთოდ არ ჰყავს ეს კაცი დაკავებული, მაგრამ როგორც ყველა, ბასილაიაც აღმოჩნდა ამ კამპანიის ნაწილი, რომელიც უნდა იყოს ამჟამად დაპატიმრებული.... ეს არის ჩვეულებრივ უნისონში შსს-სთან და ისინი აკეთებენ ერთად ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები