„რუსეთი არის დამპყრობელი, რუსეთი კლავს, რუსეთი სჯის!“ - ეს განცხადება, ნინო დანელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
ნინო დანელიამ გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები გააპროტესტა და გიორგი გახარია მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - „უნდა გადადგეს გახარია“.
„ძალიან ხშირად მეკითხებიან - გვეშველება რამე? გვეშველება! შეხედეთ ერთმანეთს, რამდენი ვართ, შეხედეთ, როგორი სხვანაირები ვართ, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ყველანი მოვედით სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, სხვადასხვა ინტერესების, აქ ვართ ყველანი ერთად ჩვენი ქვეყნისთვის და ერთმანეთისთვის,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.