ცალი თვალითაც ყველაფერს ვხედავთ - ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ შეკრებილები შს მინისტრის გადადგომასა და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის აივანზე რობოკოპები განთვსდნენ, რამაც აქციის მონაწილეების პროტესტის გამოიწვია. ისინი სკანდირებდნენ "წადი"!
სამართალდამცავთა მობილიზება ხდება პარლამენტის შიდა ეზოში. პოლიციელები შეიყვანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველ სართულზე.
აქციის მონაწილეების თქმით,გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს მეორე დილამდე გრძელდებოდა.
მიკროფონთან ერთმანეთს აქციის მონაწილე სტუდენტები და ლექტორები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ენაცვლებიან.
ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ პროტესტის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვა აქვთ - გადადგეს გიორგი გახარია და ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ აქციაზე შეკრებილებს პოლიტიკური, პარტიული ინტერესები არ გააჩნიათ, მათი პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოყვანამ გამოიწვია და გუშინდელმა სისხლიანმა ღამემ კიდევ უფრო გაამძაფრა.