19 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ერთადერთი იმ პირობით მივალ თუ გახარიასაც დაიბარებენ გამოკითხვაზე - გიგი უგულავა

გიგი უგულავა გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, სამართალდამცავებთან გამოკითხვაზე იმ შემთხვევაში მივა თუ კი დაკითხვაზე გახარიასაც დაიბარებენ. მისივე თქმით ის მხოლოდ სასამართლო წესით გამოკითხვას დაეთანხმება.

„იმაზე რაზეც ვარ დაბარებული იმაზე მე მისვლას არ ვაპირებ, ერთადერთი იმ პირობით მივალ თუ გახარიაც მივა ანალოგიურად. არსებობს ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი წესი მოწმის დაკითხვის, სასამართლოში დაკითხვის წესი. კეთილი ინებონ აი საბჭოთა სტილის ბრიფინგი, რომ ჩაატარა და ვიღაცა ლუღლუღებდა რაღაც გაუგებარი ფრაზებით, აი იმათ გასაგონად მინდა ვთქვა. თუ გინდათ რომ აი იმ პროცედურაში მივიღო მონაწილეობა, მიდით გახარია გამოკითხეთ. და თუ არა და სასამართლოს წესით მიუვალ ისე როგორც ნორმალურ მოქალაქეს შეეფერება. ივანიშვილი და გახარია  ყველაფერთან არიან ძალიან  მოკლე ჭკუის დებილები. იმის მერე, იმ გავრილოვის ღამის მერე რაც მათ მოაწყეს, რა ისრები უნდა გადაიტანონ, რა ისრები გადმოიტანონ. რა იმას უნდა შეტენონ და გამოტენონ. ხალხი დაასახიჩრეს და პრემიერ-მინისტრი ლენჩივით გამოდის და იძახის, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო და არაფერი არ გვისვრიაო. და ადამიანებს თავში აქვთ გაჩხერილი ტყვიები. გინდა ისრები გადაიტანეთ, გინდა ისრები გადმოიტანეთ. ორჯერ დამიჭირა ამ ხელისუფლებამ, შეუძლიათ მესამედაც დამიჭიროს და თუ გინდა მეხუთეჯერ დამიჭიროს. ამით არაფერი არ შეიცვლება. ეს პროტესტი არ გაჩერდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გიგი უგულავას გარდა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილია დაბარებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები