19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
„ბატონო გახარია, ისე არ მოხდეს, რომ აქეთ გახდეთ უახლოეს პერიოდში დასაბარებელი“- ნიკა მელია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„ბატონო გახარია, ისე არ მოხდეს და ისე მიდის ახლა თქვენი საქმე აქეთ არ გახდეთ უახლოეს პერიოდში დასაბარებელი“- ასე პასუხობს ნიკა მელია შს მინისტრის მოადგილის მუქარის შემცველ განცხადებას, რომ ყველა დაისჯება. 

როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. თუმცა არც ერთი მათგანი საგამოძიებო ორგანოში მისვლას არ აპირებს. ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან "ოცნება" მის დაკავებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.  

"ბატონო გახარია, რომ დაგიბარებთ ხალხი ეს გარდაუვალია. უკვე გიბარებთ და ის გუგუნის ხმა წესით და რიგით უკვე უნდა გესმოდეთ. 7 წელია გახარია და ივანიშვილის ჩემი დაკავების მოლოდინში არიან. აღარც მახსოვს მერამდენე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თუ არ ვცდები მეხუთე თუ მეექვსეა. მაგრამ ეს რომ შველოდეს გახარიას, გამოსავალია მათთვის?!“-განაცხადა ნიკა მელიამ.  

ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იბარებენ. 

დღის ამბები