19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ეს ხელისუფლება მკვლელია, ამ ხელისუფლებამ მოკლა დედაჩემი, მოკლავს ყველას სკამის გადასარჩენად - ბაჩანა შენგელიას ემოციური მიმართვა

ეს ხელისუფლება მკვლელია, გუშინდელი ღამის შემდეგ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა? - ამ სიტყვებით ბაჩანა შენგელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ გუშინდელ ღამეს გამოჩნდა რისი გაკეთება შეუძლია ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ეს ხელისუფლება არის მკვლელი ამ ხელისუფლებამ ექვსი თვის უკან მოკლა დედაჩემი ია კერზაია და ექვსი თვეა ეს ხელისუფლება ცინიკურად მიმტკიცებს,რომ გამოიძიებს ამ საქმეს.

ყველა ის აქტორი ვინც ამ დღეებში ასე თავისი დიდებულებით წარმოჩინდა, აქ არის შს მინისტრი მთავარი პროკურორი პარლამენტი თავმჯდომარე, ყველა მატყუებს, პრემიერი სტრასბურგიდან მატყუებს, რომ ამ საქმეს გამოიძიებს.

ეს ხელისუფლება მოკლავს ყველას ჩვენ დავინახეთ წუხელ, რომ თავისი სკამისთვის, ის მოკლავს ახალგაზრდებს, მოკლავს ნებისმიერ, ვინმეს ეჭვი ეპარება გუშინდელი ღამის მერე, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა?“-მიმართა ბაჩანა შენგელიამ აქციის მონაწილეებს.

დღის ამბები