„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ოპოზიციის ლიდერები მოატყუა და პროვოკაციაზე წამოაგო.
„კვირის აქცენტებში“ საუბრისას, ნიკა მელია დეტალურად ყვება პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ვიდრე სამართალდამცველების აქციის მონაწილეებს მხუთავი აირის კაფსულებს ესროდნენ.
მელიას თქმით, დარბევამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მათ დაუკავშირდა შუამავალი და სთხოვა შს მინისტრთან და პრემიერთან შესახვედრად პრემიერთან შესვლა.
მელია ამბობს, რომ სპეცრაზმელებთან წინა ხაზზე მისულ ოპოზიციას პოლიციამ კარი არ გაუხსნა და როცა შენობაში შეშვებას ელოდნენ. ე.წ. რობოკოპებმა გაზის კაფსულები ისროლეს. მისივე განცხადებით, ეს შს მინისტრისა და პრემიერის პროვოკაცია იყო, რათა წინა ხაზზე, პარლამენტის შესასვლელ კართან, სპეცრაზმის პირისპირ ოპოზიციის ლიდერები აღმოჩენილყვნენ.
„ჩვენ მოგვივიდა შეტყობინებამ, რომ გახარიას და ბახტაძეს სურდა ჩვენთან შეხვედრა, შუამავალმა გვითხრა ტელეფონით. მე, გრიგოლ ვაშაძე და გიგი უგულავა გავეშურეთ შესასვლელთან.
მეგაფონებით ვეცადეთ ხალხისთვის აგვეხსნა რატომ უნდა შევსულიყავით. ავედით,დავდექით პირველივე რიგთან სპეცრაზმელების, ველოდებით,რომ კორიდორს გააკეთებენ და შეგვიშვებენ, მოულოდნელად ალიაქოთი ატყდა სპეცრაზმში, ვკითხეთ ხომ მშვიდობა გაქვთ-თქო და მიპასუხეს როტაცია ხდებაო. რა როტაცია ვნახეთ ნიღბებს იკეთებდნენ 4-5 კაცმა მოიმარჯვა და ისროლა. რეალურად, ჩვენ მივდიოდით შესასვლელად, ვიდექით სპეცრაზმის წინ, წინა ხაზზე და ამ დროს ისროლეს. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოცირება,“-ამბობს მელია.
მელია ამბობს, რომ ისინი ელოდებიან გახარიას გადადგომას. მისი თქმით, დარწმუნებულია შს მინისტრი გადადგება. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ხელისუფლება, რომელსაც რუსთაველზე რეზინის ტყვია და გაზი უსვრია დამარცხებულა.