19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია - აბაშიძე პუტინის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოზე საუბრობს 

ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ მორიგ ეკონომიკურ ემბარგოს, რომელიც საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოყვანის აკრძალვას გულისხმობს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ეხმაურება.

აბაშიძე ამბობს, რომ ხელისუფლება რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. მისი თქმით, სწორედ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ გადაწყდება რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული  გადაწყვეტილების თაობაზე, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიზღუდოთ და მოგვიანებით უფრო ვრცლად გავისაუბროთ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე შექმნილ ვითარებაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვას არ გამორიცხავს. 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა შეექმნას საფრთხე აბაშიძე- კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, პრემიერის მრჩეველი ამბობს: „ვნახოთ“.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს.

ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯით, რომელსაც კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის, საქართველო წლიურად მილიონ ნახევარ ტურისტს კარგავს, საერთო ტურისტების რაოდენობის 20%-ს.

ამავე თემაზე
დღის ამბები