19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
რუსეთის ტურისტული ემბარგო - ჭიაბერაშვილი გამოსავლის გზებზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტურისტული ემბარგოს დაწესებას პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება.

ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ტურისტული ნაკადის შემცირებით, მოსახლეობას, რომლის შემოსავალსაც ტურიზმის სფერო წარმოადგენს, გარკვეული დანაკლისი ექნება.

აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი კი ჭიაბერაშვილის თქმით, მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაშია. თუმცა, დეპუტატს მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის იმედი არ აქვს.

„აუცილებელია ძალიან სწორი პოლიტიკა, რომ დავეხმაროთ სწორედ ამ ბიზნესს, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, გადასახადების დაწევით, დერეგულაციით ისე, რომ ბიზნესმა სწრაფად მოახერხოს სხვა ბაზრების ათვისება, გადართვა და ეს ნაკლებად მტკივნეული იყოს ეკონომიკურად და სოციალურადაც, მაგრამ არ არის ეს კორუმპირებული, მავნებლური მთავრობა ამის გამკეთებელი,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები