19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
კომპენსირება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებით შეიძლება - გიორგი კეპულაძე რუსეთიდან ფრენების აკრძალვაზე 

პუტინის ტურისტულ ემბარგოს ექსპერტები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მათი თქმით, ჩნდება სხვა ტურისტულ ბაზრებზე გააქტიურების მოტივაცია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია რუსეთზე.

„საჰაერო მიმოსვლის სრულად აკრძალვამ და შემდეგ თუნდაც ლარსიდან შემოსულთა განახევრებამ, შეიძლება დაგვაზარალოს 250-300 მილიონი დოლარით, თუმცა ამის კომპენსირება შეიძლება აქტიურ ტურისტულ სეზონში სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებით, უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვით, რომ ქვეყნის ეკონომიკას ძალიან არ დაარტყას და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ რომ რუსეთ არის პოლიტიკური ბაზარი, დღეს არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, ხვალ მიიღებდა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

დღის ამბები