19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
გავრილოვის განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს ადამიანი არის საქართველოს მტერი - ზოიძე

გავრილოვის განცხადებები მას მერე, რაც ის წაბრძანდა ამ ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს ადამიანი არის საქართველოს მტერი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააკეთა.

აკაკი ზოიძე რუსი დეპუტატის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქართულ მხარეს გამოძიების დაწყება და მასში რუსული მხარის ჩართვისკენ მოუწოდა.

გავრილოვის განცხადებები მას მერე, რაც ის წაბრძანდა ამ ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს ადამიანი არის საქართველოს მტერი პირდაპირ, ისევე როგორც დუმის სხვა დეპუტატების განცხადებები, ისევე როგორც პუტინის რეჟიმის რეაქცია. ეს ყველაფერი არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ასე რომ რა მონაწილეობაზე შეიძლება საუბარი, როდესაც ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხდება მათი მხრიდან, რომელიც საქართველოსადმი არათუ არამეგობრული, არამედ უბრალოდ მტრულია,“ - განაცხადა ზოიძემ.

სერგეი გავრილოვი ვითარების პროვოცირებას ახლა უკვე მოსკოვიდან ცდილობს. გავრილოვი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მანამდე რადიკალებს აბრალებდა, ახლა აცხადებს, რომ ამ რადიკალებს სახელმწიფოს გადატრიალება ჰქონდათ განზრახული.

სათათბიროს დეპუტატი ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ძიების დაწყებას ურჩევს და პროცესში რუსეთის ჩართვას მოითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები