19 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოებთან დაკავშირებით?" - პუშკოვის ცინიკური გზავნილი საქართველოს

საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულების შემდეგ, რუსი პოლიტიკოსები ცინიკურ და მუქარის შემცველ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ. 

სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ტურიზმის განვითარება ორ ქვეყანას შორის შეუძლებელი გახდა. "მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. სანამ ქართული მხარე მსგავს გარანტიას არ მოგვცემს, შეუძლებელია ტურიზმის განვითარება და მით უმეტეს მისი სტიმულირება, ვიზების გაუქმებით. ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენ უკვე მივედით და მივიღებდით კიდეც, რომ არა ქართველი რადიკალების ქმედება და საქართველოს ხელისუფლების უუნარობა, უზრუნველყო კანონიერება და წესრიგი,"- აცხადებს ვოლოდინი.

ტვიტერის ქსელში აქვეყნებს განცხადებას ალექსეი პუშკოვი. ის საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეჩერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოხატოს საკუთარ მოქალაქეებთან, რომლებიც პარლამენტში შეიჭრნენ და მოაწყვეს "თავგასულობა". 

პუშკოვი პასუხს ითხოვს საქართველოს პრეზიდენტისგანაც, რომელსაც მისი თქმით, სხვა არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ ესროლოს ტალახი რუსეთს. "სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოებთან დაკავშირებით?"- ცინიკურად კითხულობს ალექსეი პუშკოვი.

დღის ამბები