19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია ვებრძვით ჩვენს ფსევდო ერთმორწმუნე ერს - გიორგი მშვენიერაძე

ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია ვებრძვით ჩვენს ფსევდო ერთმორწმუნე ერს - გიორგი მშვენიერაძე ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს. "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.

მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაკავებულები, ხელისუფლება საზოგადოებასთან დიალოგზე წამოვიდეს და დაიწყოს მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია ვებრძვით ჩვენს ფსევდო ერთმორწმუნე ერს. ჩვენ უნდა გავიწმინდოთ ხელისუფლებისაგანაც, რომელიც ხშირად აივსება ხოლმე რუსული ნარატივებით და უნდა გავიწმინდოთ ჩვენი სულებიც.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: პირველი, რაც სამი დღის წინ ვიხილეთ ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის პროტესტი იყო. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებამ გადმოდგას ნაბიჯი და თქვას, მზად ვართ ველაპარაკოთ საზოგადოებას.  გაბრაზებული ადამიანები, რომლებიც აქ ჭიდაობაში ჩაერთვნენ, დღეს არიან პატიმრობაში. ჩვენმა სამარცხვინო ხელისუფლებამ სასამართლოში კონვეერი  გაგვიმართა, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, ამ სამარცხვინო სასამართლოს სისტემაში დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები და მესამე, თუ ჩვენ გვინდა მომავალში ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, დღესვე უნდა მოვითხოვოთ პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს. ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები