19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ივანიშვილს არაფორმალური მმართველობა უნდა ჩამოერთვას, "ქართული ოცნება" კი, როგორც პოლიტიკური პარტია აიკრძალოს - შენგელაია 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ მიმართა. შენგელაიას განცხადებით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დადგენილების პროექტი შეიმუშავა. პროექტში მოთხოვნებია ჩამოყალიბებული.

1. ქართველი ხალხის ნებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს არაფორმალური მმართველობა უნდა ჩამოერთვას,

2. აიკრძალოს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", ბიძია ივანიშვილის დიქტატორული და არაფორმალურ ბრძანების შემსურლებლისთვის

3. გადაყენებულ იქნას შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი

4. ქართველი ხალხის ნებით, აღდგეს საქართველოში სასამართლო სამართლიანი, გაუქმდეს ივანიშვილის უკანონო გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოსთვის მოსამართლეების უპირობო დანიშვნის უფლება

5. დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

დღის ამბები