პარლამენტმა ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა. როგორც „შაბათის კურიერს“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მიღების მიზნით ნებართვა შსს-სგან უნდა აიღონ.
20 ივნისის შემდეგ, მედიას სპეციალური ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გახარიას ნებართვის გარეშე აღარ შეუძლია. რას უკავშირდება შეზღუდვა და რატომ აუკრძალა მედიას მუშაობის უფლება ძალოვანმა უწყებამ, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს "კურიერის" ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი აკრედიტაციის მიუხედავად პარლამენტის შენობის შიდა ეზოდან შსს-ს წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის მეთაურობით გამოაძევეს.
თამარ ბაღაშვილმა მანამ სანამ პარლამენტის ეზოში იმყოფებოდა შეძლო კადრებით აესახა, როგორ მობილიზდნენ სამართალდამცავები სპეციალური აღჭურვილობით, მათ შორის ხელკეტებით.