19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ინციდენტი პარლამენტის წინ - რუსთაველზე მისულმა რამდენიმე მოქალაქემ პროვოკაციის მოწყობა სცადა

ინციდენტი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. საკანონმდებლო ორგანოსთან პროვოკაცია აქციაზე მისულმა რამდენიმე მოქალაქემ სცადა. აქციაზე მისულები ცდილობენ, რომ საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცენ.

„ჩვენ კორიდორს ვუკეთებთ პოლიტიკოსებს,“ - ამბობს აქციაზე მისული ერთ-ერთი მოქალაქე.

აქციის მონაწილეებმა პროვოკატორებს არ მისცეს საშუალება, რომ შეეფერხებინათ აქციაზე სიტყვით მიმართვა.

აქცია რუსთაველის გამზირზე თითქმის სამი საათია მიმდინარეობს. მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც შესრულდა.

დღის ამბები