არ უნდა მივცეთ არავის უფლება, რომ დაგვშალოს და შემდეგ პუტინმა ამაზე იცინოს - ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთ წევრი მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდებს. ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლებში პოლიტიკოსებიც უნდა ჩაერთონ, რადგან პოლიტიკოსების გარეშე სამოქალაქო ცვლილებები შეუძლებელია.
„ძალა ერთობაშია, მაგრამ მე ხანდახან ამას ვერ ვგრძნობ ხოლმე, როდესაც 13 მაისს ვიდექი აქ, როდესაც ზაზა სარალიძის აქციაზე ვიდექი აქ. სუს-ი, ჩვენდა სამწუხაროდ, კრემლის სამსახურშია, ცდილობენ რომ გაგვათითოკაცონ და შემდეგ ამაზე პუტინმა იცინოს. საქმეში უნდა ჩაერთონ პოლიტიკოსები, ეს ადამიანები არ უნდა იდგნენ გარეთ. აპოლიტიკურობა და პარტიულობა განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ მოგიწოდებთ, მიიღოთ სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობა, ცვლილებები გადაარჩენს საქართველოს“, - განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს წევრმა ანა ჭარხალაშვილმა.
ანა ჭარხალაშვილი ყურადღებას ამახვილებს კრემლის გავლენებზეც და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დანიშნულია, მათ კი რუსთაველზე მიმდინარე აქციის დარბევის შესახებ ბრძანება კრემლიდან მიიღეს.