19 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
მივმართავ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - მოეშვით მაიმუნობას, მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის - ელენე ხოშტარია

მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის - ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებით, მმართველი პარტია მოსახლეობის საჭიროებებს არ აღიარებს და პროვოკაციებით აქტივისტების დაპირისპირებას ცდილობს.

„მესამე დღეა „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი. აქ დგას ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიის ადამიანი. მთავარია, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ შეშინებულმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ შორის შეიტანოს შუღლი, მაგრამ დაპირისპირება არ იქნება, არ გამოუვათ ეს, ჩვენ შორის დაპირისპირება არ იქნება.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - მოეშვით მაიმუნობას, მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის, მოეშვით იმ ილეთს, რომ რუსთაველი დაგხვდებათ ცარიელი იმიტომ, რომ რუსთაველი დაგხვდებათ სავსე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველო“ რუსთაველის აქციაზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო პროტესტს უერთდება და აცხადებს, რომ პარლამენტის შენობასთან მოსახლეობასთან ერთად იქამდე იდგება, სანამ მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება.

აქციის მონაწილეობის მოთხოვნები კი კვლავ უცვლელია. ისინი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას, 20 ივნისის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

დღის ამბები