მორიგი ბრალდება დესტრუქციულობაზე - პარლამენტთან მიმდინარე აქციას თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, ვიდეო მიმართვით ეხმაურება. კალაძე ამბობს, რომ მომხდარის გამო, საუბარია რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართვას მოჰყვა შესაბამისი ნაბიჯი და თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვეს.
კალაძე აქციის დარბევასა და დაშავებულ ადამიანებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. საღამოს განვითარებული მოვლენები ეს არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, ვინც მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ, ეს იყო ძალიან მძიმე, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. შედეგი რაც მივიღეთ იყო ძალიან მძიმე, დაშავდნენ ადამიანები, მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო,“ - განაცხადა კალაძემ.
კახი კალაძის თქმით, ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი „თანამდებობას ან სკამს არის გამოკიდებული“. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
„აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა,“ - განაცხადა კალაძემ.