„ფრესკოს“ დამფუძნებელირუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ვასილ სოფრომაძე მკაცრად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას". სოფრომაძე ამბობს, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
„დღეს ჩემი წითელი ხაზი გადის იქ, სადაც მე ვდგავარ. ჩემი შვილები, ირაკლი და ნინო არ ცხოვრობენ საქართველოში, მაგრამ ჩემი შვილები გუშინ ჩემთან რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ მამა ჩვენ იქ მივდივართ, მე მათ არ დავუშლიდი. იქ რომ ჩემი შვილები, ისევე როგორც მე, როგორც თქვენ, ყველა ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, კი მე იქ ვიყავი. ჩემთან ერთად ჩემი მეგობრები, ჩემი თანამშრომლები იყვნენ. მე არ ვყოფილვარ იმ დროს, როდესაც დარბევა დაიწყო და მართალი გითხრათ, არც ის კაცი ვარ, ბარიკადებზე ავიდე.
"მე არ ვარ ის კაცი, ბარიკადებზე იდგეს, მაგრამ მე ვარ ის, რაც შემიძლია, გავაკეთო და ამას ვაკეთებ. მე მინდა, შეგეკითხოთ თქვენ, თქვენი შვილები რომ დაბრუნებულიყვნენ დასისხლიანებულები, თვალის გარეშე რომ დარჩენილიყვნენ და თქვენ რომ არ გადადგეთ და თქვენ რომ არ დატოვოთ პარლამენტი და არ განერიდოთ ამ უმსგავსს საქციელს, მე თქვენ გამარჯობას არ გეტყვით. შეიძლება რომელიმე თქვენგანმა თქვას, რომ არც გვჭირდება შენი გამარჯობა, მე არ მჭირდებით თქვენ, მე ვაფიქსირებ, არასოდეს, ხელს არ გამოგიწოდებთ. გეთანხმებით იმაში, რომ პოლიციელს ხელით არ უნდა შეეხონ და პოლიციელის ხელის შემხები უნდა დაისაჯოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე,“ - განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.