19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს, ჯებირები კი - არა

რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს. პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს ასევე „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი. თუმცა რუსთაველის გამზირზე არ მიუტანიათ ჯებირები. 

მერიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სცენისა და აქციის ჩატარებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკის წაღებას პროტესტი მოჰყვა. საგანგებო ბრიფინგი პარლამენტთან "ევროპული საქართველოს" წევრებმა და აქციის ორგანიზატორებმა გამართეს. მათ მერიას ყველაფრის დროულად დაბრუნება მოსთხოვეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები