19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
კალაძეს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი, რომ გახარიას ზიზღის ჯგუფში მოხვდეს - თინა ბოკუჩავა

კალაძეს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი, რომ მოხვდეს გახარიას ზიზღის ჯგუფში - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირიდან აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკის წაღებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

თინა ბოკუჩავა თბილისის მერს ურჩევს, მედიას და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალება მისცეს.

 „ეს არის კოორდინირებული შეტევა ხელსუფლების მხრიდან, სადაც ჩართულია აბსოლუტურად ყველა იმისთვის, რომ არ გაშუქდეს აქციები და ზოგადად, დაიკარგოს ის საზოგადოებრივი მუხტი, რაც არსებობს, რაც არ მოხდება. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს ჩვენ და სამოქალაქო აქტივისტებს. პირადად კალაძეს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი, რომ მოხვდეს გახარიას ზიზღის ჯგუფში, გახარიასი, რომელმაც ასე ძალადობრივად დაარბია 20 ივნისის აქცია. მე მას არ ვურჩევდი, მე მას ვურჩევდი, რომ მოგვცეს საშუალება, თქვენ, მედიას, რომ იმუშაოთ და ასევე ჩვენ, მოქალაქეებს, რომ შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური სცენა რუსთაველის გამზირზე და აქციის გასამართად აუცილებელი ატრიბუტიკა წაიღეს. აღებული იყო „რუსთავი 2-ის" სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმიც, ასევე უსაფრთხოების ჯებირები, რომელიც რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა. 

დღის ამბები