19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
საქართველოში რუს ტურისტებს ისე უნდა დახვდნენ, როგორც ყველაზე ძვირფასს სტუმრებს - ზახაროვა  

მარია ზახაროვა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რუსი ტურისტების მასპინძლობის მზაობაზე, ირონიით პასუხობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს ციტირებს და წერს, რომ ზურაბიშვილმა განცხადება ფინანსური დაანგარიშების შემდეგ გააკეთა და მიუთითა, რომ ეს არასაკმარისია.

"უფრო კარგად უნდა ეცადოთ. არა რუსი ტურისტებისთვის, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც თქვენ აგირჩიათ,"- ასე მიმართავს მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნავს, რომ რუს ტურისტებს წასასვლელი ბევრი აქვთ.

ლავროვის უწყების წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოში რუსმა ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და მათ ისე უნდა დახვდნენ, როგორც ყველაზე ძვირფასს სტუმრებს. 

დღის ამბები