19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ტყუილია, გუნდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა - კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში კობახიძის გამწესებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

არა, ტყუილია ეგ, გუნდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა - ასე ეხმაურება კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. თბილისის მერი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით საუბარი გუნდში არ ყოფილა. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ეთანხმება და ამბობს, რომ ის ღირსეულად წავიდა თანამდებობიდან.

„რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს არასდროს. ვერც ერთ შემთხვევას თქვენ ვერ დააფიქსირებთ, რომ "ქართული ოცნება  -დემოკრატიული საქართველო" გამოსულიყო და უარი ეთქვა დიალოგზე კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიებთან და პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებთან. ირაკლის გადადგმულ ნაბიჯს მე ღირსეულს ვუწოდებ. ის, რაც მოხდა პარლამენტის დარბაზში იყო ძალიან მძიმე სანახავი ყველა ადამიანისთვის და ამას მოჰყვა ძალიან მკაცრი განცხადებები ჩვენი მხრიდან. ირაკლი მაგ დღეს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ხელმძღვანელობდა დელეგაციას. მან შეწყვიტა ვიზიტი და  პირდაპირ ვიტყვი, რომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. არ დაწყებულა გარჩევა თუ ვისი ბრალი იყო, რა მოხდა, რატომ იჯდა იქ, ბატონი გავრილოვი წამოსკუპებული რატომ იყო. ვინ უნდა მჯდარიყო და ა.შ. მან თქვა, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და გადადგა ღირსეული ნაბიჯი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო გარანტია, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების სანაცვლოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესებენ. 

დღის ამბები