STOP RUSSIA - ამ სლოგანით ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში აქცია გამართეს. შეკრებილები რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
ქართველი ემიგრანტები აქციაზე საქართველოს დროშებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ.
ქართველმა ემიგრანტებმა აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართეს.