"ქართულ ოცნებაში" "რუსთავი 2-ზე" შტურმს გამორიცხავენ. აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს გადაწყევტილება აბსურდული იქნებოდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქუჩაში ათასობით ადამიანი მართავს აქციას.
„რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ რომ დღეს, რა პარანოიდულ ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს ის, რომ დღეს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, ადამიანები აპროტესტებენ რუსეთის საერთო აგრესიას ჩვენ მიმართ, ამ დროს ხელისუფლებას ჰქონდეს გეგმაში ასეთი ტიპის აქცია,“ - განაცხად აკაკი ზოიძემ.
ასე უარყოფდა რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას 20 ივნისს პრემიერმინისტრიც, თუმცა შემდეგ ქვეყანამ მიიღო დასახიჩრებული ადამიანები. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მამუკა ბახტაძემ ეს განცხადება გააკეთა, ჯერ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას არ გეგმავდნენ.
„იმ დღეს, რაც მოხდა იყო ის, რომ პარლამენტზე ანტიკონსტიტუციური შეტევა იმ მომენტისთვის, როდესაც პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა ბატონი მელიას მიერ ანტიკოსნტიტუციური ქმედება, მოწოდება არ იყო ჯერ განხორციელებული და არ დაესხნენ თავს პოლიციის კორდონს ხელკეტებით, ქვებით და პირდაპირი შეტევა არ განხორციელდა ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის, ასე ვთქვათ, მცდელობით. 10 წუთში მოხდა თავდასხმა, შეიცვალა ვითარება. ამ შემთხვევაშიც გასარკვევია რამდენად ლეგიტიმურად იქნა ეს რეზინის ტყვიები გამოყენებული კონკრეტულად ამ შემთხვევაში. ახლოდან დამიზნებით სროლა არანაირ ინსტრუქციაში არ წერია და კანონში არ წერია და უმკაცრესი პასუხი უნდ ააგოს, ვინც ეს გააკეთა,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
განცხადება "რუსთავი 2-ში" მოსალოდნელ შემოჭრასთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.