რუსეთის ФСБ-ს აგენტები საქართველოში - ვინ არიან სერგეი გავრილოვი და ალექსეი ჩეპა და რა აკავშირებს ერთ-ერთ მათგანს ბიძინა ივანიშვილთან. ალექსეი ჩეპა რუსეთის სათათბიროს სტაჟიანი დეპუტატია, წარსულში ФСБ-ს მაღალჩინოსანი და უკრაინის ოკუპაციის გულმხურვალე დამცველი. მან მილიონები ოლიგარქთან, არკადი გაიდამაკთან მეგობრობით იშოვა.
ივანიშვილის პირადი მეგობარი და პარტნიორი, არკადი გაიდამაკი კი იარაღით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების გამო ფრანგულ ციხეში 2015 წელს აღმოჩნდა. მის საბრალდებო აქტში რამდენჯერმეა, ნახსენები ბიძინა ივანიშვილის ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რომლის გავლითაც ფული გაედინებოდა.
ივანიშვილი და გაიდამაკი რომ მეგობრები არიან, საფრანგეთის სასამართლოს ჩანაწერებიც ადასტურებს, რომლის მიხედვით, 1992 წელს პარიზში ჩასული ქართველი ბიზნესმენი სწორედ გაიდამაკის ბინაში ცხოვრობდა. ივანიშვილის ბანკის დახმარებით კი, გადაიმაკის კანტორამ აფრიკაში 800 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ტანკები გაასაღა. შედეგად დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ერთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ 11 მილიონი კი დევნილად აქცია.
შეხვდნენ თუ არა გადიამაკის მეგობრები ამჯერად თბილისში, ისეთივე გამოცანად დარჩება, როგორც ივანიშვილის მილიარდების წარმომავლობა.
რაც შეეხება სერგეი გავრილოვს, რეალურად, ალბათ, საქმე ე.წ. აქტიური რეზერვის ოფიცერთან გვაქვს, რომელიც რუსული ФСБ-სა და ესვიარის დავალებით სისხლისმღვრელ კონფლიქტებს აღვივებდა მსოფლიოს გარშემო. მათ შორის აფხაზეთშიც და დნესტრისპირეთშიც, ამ რეგიონის კურირებას დღემდე აგრძელებს, უკვე დუმის დეპუტატის რანგში.
კიდევ ერთი უცნაურობა, საომარი მოგზაურობის მოტივი სამსახურებრივი მივლინება არასდროს ყოფილა, გავრილოვი კონფლიქტის ზონებში დასასვენებლად დადიოდა. შედეგი კი ყოველთვის ერთი იყო - სისხლისღვრაში გადაზრდილი დაპირისპირება, რის შემდეგაც გავრილოვი მშვიდად ბრუნდებოდა სახლში. ასე მოხდა ამჯერადაც.
ავტორი: მიშა სესიაშვილი