19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მჯდომი გავრილოვი და ოპოზიცია, რომელიც ოკუპანტს გადაეღობა

გავრილოვი პარლამენტში და ჟურნალისტების მყისიერი რეაქცია - სწორედ მედიის წარმომადგენლებმა აცნობეს ოპოზიციის წევრებს, რომ პარლამენტის სპიკერატი რუსმა დეპუტატებმა დაიკავეს.

ამ დროს დარბაზში "ქართული ოცნების" დეპუტატები და "პარტიორტთა ალიანსის" წევრები იმყოფებოდნენ. მათ გავრილოვის წინააღმდეგ პროტესტი არ გასჩენიათ. პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც დარბაზში ოპოზიცია შევიდა და ბოიკოტი დაიწყო.

ასამბლეის სხდომის ჩაშლამდე ტრიბუნასთან რუსი დელეგატი ალექსეი ჩეპა ავიდა და საქართველოს ხელისუფლებას წინა საღამოს მოწყობილი ბანკეტისთვის და კონცერტისთვის მადლობა გადაუხადა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ტყუილია ის ფაქტი თითქოს, ხელისუფლებამ, არ იცოდა იმის თაობაზე, ვინ წაიყვანდა სხდომა. ეს თავად გავრილოვმაც დაადასტურა. საპარლამენტო ოპოზიცია იხსენებს, რომ ხელისუფლება რუს დელეგატების მასპინძლობას შემდეგ დღეებშიც აპირებდა და ამას პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებებიც ადასტურებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები