„ივანიშვილი შეიძლება ბოლომდე არ ენდობა შინაგან საქმეთა მინისტრს“ - ასე ეხმაურება გიგი უგულავა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ანზორ ჩუბინიძის მიერ სპეცრაზმისთვის დავალებების მიცემას დარბევისას. 20 ივნისის ღამეს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს სპეცრაზმს შორის მყოფი ჩუბინიძე. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ როგორც ჩანს ივანიშვილის პირადი დაცვა დარბევის ღამეს ჩართული იყო განკარგულების გაცემაში.
„მისი პირადი დაცვა, რომელიც უკვე დიდი ხანია იცავს ივანიშვილს ჩართული ამ დავალებების მიცემაში. ამით დასტურდება ერთი მთავარი რამ, რომ ის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის ამ დარბევაზე რაც 20 ივნისს მოხდა არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
კადრებში, რომელიც 20 ივნისს დარვების ღამეს არის გადაღებული კარგად ჩანს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სპეცრაზმს შორის დგას და განკარგულებებს იძლევა.
ავტორი: მიშა სესიაშვილი