სკანდალური კადრი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს ასახავს - ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ სპეცრაზმს შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა ანზორ ჩუბინიძე დგას და, სავარაუდოდ, სწორედ ის გასცემს ბრძანებებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობა 20 ივნისის მოვლენებში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დღის წესრიგში აყენებს.
„პირველად ვნახე ეს ფოტო და ჩემი შეზღუდული ცოდნით, არანორმალური ვითარებაა თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი ასეთ დროს არის ასეთ ადგილას, მით უმეტეს თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მის მიერ იქნა მიღებული, ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო, რომ სპეცრაზმი დაეყენებინა გარეთ და ჰქონოდა შეხება ხალხთან. კიდევ უფრო ამძიმებს მის პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გამოიწვია მერე ფიზიკური შეჯახება. არანაირი საჭიროება სპეცრაზმის გამოყვანის არ არსებობდა და ყველამ იცის. მინიმალური ცოდნა, ვისაც აქვს, რომ რისკები ასმაგდება თუ დემონსტრანტები, სადაც არიან მათ შორის საფუძვლიანად გაბრაზებული ადამიანებ,ი პირდაპირ შეხებაში შედიან, რომლებსაც უჭერიათ ჯავშანი და თუ ეს ადამიანი იქ იყო, ვლინდება მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.