პროტესტი გრძელდება - ახალგაზრდები 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დღეს კვლავ იკრიბებიან. მანამდე კი, 14:00 საათისთვის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით გაემართება.
აქციის მონაწილეები ამ ფორმით შეეცდებიან გიორგი გახარიასთვის დისკომფორტის შექმნას, რათა მან თანამდებობა დატოვოს. მათ, ვინც ვერ შეძლებს აქციაში ჩართვას ორგანიზატორები თხოვენ სოლიდარობის ნიშნად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი მსვლელობას გაბმული სიგნალით გამოეხმაურონ.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსვლელობა ყველა სახელმწიფო უწყებასთან გაიმართება.