19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
პოლიტსაბჭოს შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას მართავს - მმართველმა გუნდმა პარლამენტის დღის წესრიგიც შეცვალა

ბიძინა ივანიშვილმა დილის 8:00 საათიდან მმართველი პარტიის დეპუტატები “ქართული ოცნების” ოფისში დაიბარა.  "ქართული ოცნების" წევრები გამთენიისას, ჯერ პოლიტსაბჭოს შემდეგ კი უმრავლესობის სხდომებზე სავარაუდოდ, საპროტესტო აქციების შიშით შეკრიბეს.

ამ წუთებში ერეკლე მეორეს მოედანზე "ოცნების" ყველა ლიდერი იმყოფება, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე. დღეს დილის 8:00 საათიდან დანიშნული შეხვედრების გამო "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის დღის წესრიგიც შეცვალა, დაანონსებული კომიტეტის სხდომები, რომლებიც ახლა უნდა მიმდინარეობდეს, გადადეს.

სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე მსჯელობენ.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლაა.

მმართველ გუნდს მოუწევს უპასუხოს აქციის მონაწილეებს, შეცვლის თუ არა საარჩევნო სისტემას.

ასევე პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ იმყოფებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე აქციის დარბევის ღამეს სპეცრაზმის უკანა მხარეს და რატომ ხელმძღვანელობდა ის დარბევას.

ასევე მიმდინარე კვირას პარლამენტში ცვლილებები უნდა მოხდეს, ირაკლი კობახიძე ოფიციალურად უნდა შეცვალოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. კობახიძე უმრავლესობის წევრ რიგით დეპუტატად რჩება.

დღის ამბები