19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური ხაფანგი-ირაკლი ოქრუაშვილის ბიძინა ივანიშვილის განცახდებას ეხმაურება

 „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, არ აღფრთოვანდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან ოქრუაშვილის თქმით, მისი შეთავაზება პროპორციული სიით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური ხაფანგი.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს და ნულოვანი ბარიერიც სწორედ ამას უკავშირდება. რეალურად კი ის მისი მაჟორიტარებისგან შექმნის პარტიებს და შევა პარლამენტში.

„დღეს ივანიშვილის მიერ პროპორციული  არჩევნების შემოთავაზება გახლავთ ჩვენი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდების შეუპოვარი ბრძოლის ნაწილობრივი შედეგი და მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მოძრაობის სახით მათ და რატომ ნაწილობრივი? ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა და  ძალიან ბერი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიესალმება ამას უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში. ეს გახლავთ პრაქტიკულად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება როდესაც ივანიშვილის დღეს არსებულ მაჟორიტარებს ან ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და შეეცდება მათი მეშვეობით შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის რომ პროპორციული წესით არჩევნები დემოკრატიულ პირობებში ჩატარდეს, რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს, მათ შორის არის საკადრო ცვლილებები.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიან ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს რომლესაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ  ასევე მოვითხოვთ დაუყოვლნებლივ იყვნენ გათავისუფლებულები ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღის ამბები