19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
20 ივნისის ღამის დარბევა - ლომჯარია გამოძიებაში ერთვება და საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის შეთავაზებას იღებს. ნინო ლომჯარია 20 ივნისის ღამეს, მოქალაქეების დარბევის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაში ჩაერთვება. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ამ საკითხზე საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს ქმნის. 

"რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ჩაერთვება პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით. ამასთან, მე ვაპირებ რომ სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო. სადაც ჩვენი მხრიდან იქნებიან მოწვეული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები. სახალხო დამცველი საქმიანობას წარმართავს  აღნიშნულ ჯგუფთან კონსულტაციის და მათთვის გამოძიების თაობაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები