ახალგაზრდულმა პროტესტმა მოიტანა ძალიან სერიოზული შედეგი - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით დარჩიაშვილმა რუსთაველის გამზირზე გააკეთა.
დავით დარჩიაშვილი პარლამენტის წინ, იმყოფება, სადაც ანტისაოკუპაციო აქცია დაიწყო.
„ხელისუფლების პასუხი არის, იძულებით, მეტ-ნაკლებად მინიმალურად ადეკვატური, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდულმა პროტესტმა მოიტანა ძალიან სერიოზული შედეგი, შეიცვალა საარჩევნო სისტემა, ოღონდ რა თქმა უნდა, ამას განმტკიცება სჭირდება, ამას სჭირდება კანონად ქცევა, დეტალებზე შეთანხმება და აქ უკვე პოლიტიკოსების გასაკეთებელია და ეს ყველაფერი დაეყრდნო ახალგაზრდულ შემართებას, ენერგიას, რამაც კიდევ ერთხელ გაგვაღვიძა ახალ საქართველოში. ორი იდეა, რამაც ეს ახალგაზრდები აქ შეყარა. ეროვნული იდეა და დემოკრატიული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული იდეა, რაღაცნაირად მივიწყებულივით და გახუნებული და უცებ ეს მუხტი დაბრუნდა, ეს არის, ამ ახალგაზრდების დამსახურება“ - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
დავით დარჩიაშვილი ნულპროცენტიანის ბარიერის შემოღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილი ამ ვითარებაშიც თავის სასარგებლოდ რაიმეს გამონახავს.
„ივანიშვილი იმის ივანიშვილია, რომ თავისთვის რაღაც სასარგებლო გამონახოს ან იმ ვითარებაში, როდესაც ის კუთხეშია მიმწყვდეული და როდესად გრძნობს, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო ენერგიული პერსპექტიული ნაწილი მას გადადგა. ამ დროს, მან შემოიტანა ესეთი იდეა, რომ ბარიერები არ იყოს, იყოს ბევრი პატარა პარტია და ამ პატარა პარტიებს მერე თავისი დიდი ფულით მოელაპარაკოს," - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.