„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ქართულმა საზოგადოებამ მიაღწია“ - ასე აფასებს გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც ანტისაოკუპაციო აქცია დაიწყო. ვაშაძე აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნებზე საუბრობს.
„ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ხალხის მოთხოვნების შესრულება, რაც ძალიან კარგია, თუმცა ილუზიაში არ უნდა შევიდეთ, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი, იმიტომ რომ მოთხოვნები გახარიას გადაყენება, პატიმრების გათავისუფლება, ვინც დაასისხლიანა ხალხი და თავლები დასთხარა, ეს აუცილებელი მოთხოვნაა. მე ვფიქრობ, რომ მთავარი გამარჯვება, რასაც ყველამ ერთად მივაღწიეთ, ქართულმა საზოგადოებამ, არის ის, რომ არც ერთ რეჟიმს, არც ერთ ხელისუფლებას, არავის, აღარასდროს არ შეჩერება სისხლის ღვრა ქალაქის ცენტრში. ეს იყო კატასტროფა, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვხედავდით, შოკში ვიყავით. მეორე მხრივ, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ უკვე განვითარებული ქვეყანა ვართ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.