19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მივიდა   

ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ დაიწყო, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მივიდა. როგორც ცნობილია, მაკა ჩიჩუა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართავს. 

„პარლამენტის დარბაზში არ უნდა იჯდეს სპიკერის სკამზე რუსი. და შემდეგ ამის შემდეგ რა ხდება, მივდივარ ვაპროტესტებ სუფთა ხელებით, ვარ 18 წლის და მესვრიან. მე რაც ვნახე იმ დღეს სისხლში ამოსვრილი ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ ის განზრახვა რომ ვინმე მოეკლათ, ან სადღაც რაღაც გაეფუჭებინათ. ეს არის უმძიმესი. მე აქ მოვედი როგორც დედა და როგორც მოქალაქე. ჩემთვის ეს საზარელია,“-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მისივე თქმით თანამდებობა უნდა დატოვოს ყველამ, ვინც დაგეგმა და განახორციელა 20 ივნისის სისხლიანი ღამე.

„ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა, თუ ვერ ვახერხებ, რომ გავუძღვე ჩემს საქმეს წესიერად და კანონის ფარგლებში მე მგონია რომ უნდა დავტოვო ჩემი პოსტი,“-განაცხდა მაკა ჩიჩუამ. 

დღის ამბები