19 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
„20 ივნისს, საქართველომ მოახერხა და დაამარცხა პუტინის პროპაგანდა საქართველოში" - ხატია დეკანოიძე   

„პირველი დამნაშავე ეს არის გახარია, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ ადამიანებისთვის ესროლათ დათვებისთვის და ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მათი მხრიდან იგეგმება გაიშიფროს ყველა 20 ივნისის ღამე, როდესაც მოქალაქეების მოწამვლა და დაჭრა განხორციელდა.

„ახლა, ამ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვართ, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ მე გახარიას არ გავუშებ, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამას ითხოვენ ეს ადამიანები. აუცილებელია, პირველმა დამნაშავემ აგოს პასუხი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

20 ივნისს, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის პროპაგანდის დამარცხება შესძლო. 

„20 ივნისს, საქართველომ მოახერხა და დაამარცხა პუტინის პროპაგანდა საქართველოში. პუტინის პროპაგანდა, რომელსაც აქტიურად ხელს უწყობდა საქართველოს ხელისუფლება, პუტინის პროპაგანდა, რომელსაც პრაქტიკულად, ვერაფერი ვერ მოუხერხა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ და ამ ადამიანებმა დაამარცხეს, დაასამარეს პუტინის პროპაგანდა და რუსეთი 20 ივნისს. ამიტომ გვიჭერს მხარს სრულიად მსოფლიო,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები