19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
„მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს არის გამარჯვება ყველა ადამიანის, რომელიც აქ იდგა ეს დღეები" - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დიალოგის მზაობა მნიშვნელოვანი მონაპოვარია. განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის წინ მიმდინარე, ანტისაოკუპაციო აქციაზე გააკეთა.

მისი თქმით, აქციაზე მისული მოქალაქეების უპირველესი მოთხოვნა, გიორგი გახარიას გადადგომაა. სამადაშვილი ამბობს, რომ შს მინისტრს, რომელიც კვირის ბოლოს პარლამენტში უნდა მივიდეს, ძალიან მწვავე პროტესტი დახვდება.

„მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს არის გამარჯვება ყველა ადამიანის, რომელიც აქ იდგა ეს დღეები და ყველა იმ ადამიანის, ვინც შეიძლება ეს დღეები ვერ მოვიდა, მაგრამ გვითანაგრძნობს, მხარში უდგას იმ ხალხს, ვინც გამოვიდა ქუჩაში, იმიტომ რომ ამ სისტემური ცვლილების გარეშე, ჩვენ ვერ მოვერევით ივანიშვილს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები