„დღეს მოხდა, ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარება“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის შენობის წინ გააკეთა.
სერგო რატიანის თქმით, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა დიდი პოლიტიკური კულტურა გამოამჟღავნა.
„ეს მოხდა იმის ფასად, რომ საზოგადოება საოცრად გაიზარდა, მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოამჟღავნა, ბრუტალურ, უხეშ ძალას, მან დაუპირისპირა გამძლეობა, ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, წესრიგი. აქ თითოეული ადამიანი იყო ერთმანეთზე პასუხისმგებელი“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
რატიანის თქმით, აქციაზე გაერთიანებულმა სხვადასხვა შეხედულებებისა და გემოვნების ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება მიაღებინა.
„მეხუთე დღეა, ფაქტობრივად, ერთი და იგივე რაოდენობა მოდის, იმ ფონზე, როდესაც პირველ დღეს, დაარბიეს ეს ადამიანები და ეს არის მართლა ის ძალა, რომელმაც გადაადგმევინა, შეაშინა ფაქტობრივად ივანიშვილი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.